გურიის მოამბე

“რა თქმა უნდა ამაში ჩარეული იყო სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა” – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ფულის გათეთრებაზე

“რა თქმა უნდა ამაში ჩარეული იყო სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები” – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა და ფულის გათეთრების საქმეზე ისაუბრა.

  • 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით კახა კოტორიშვილი დააკავეს.

გიორგი ქობულიას განცხადებით ამ ოდენობით ფულის გათეთრების საქმის კურსში იყო უმაღლესი ხელმძღვანელობა. მისი თქმით, “წარმოუდგენელია, რომ ეს არი იყოს აბსოლუტურად ნათელი სხვადასხვა ორგანოებისთვის – სუს-ისთვის, პოლიციისთვის და ა.შ.”.

”მე არ მგონია, რომ ეს ვიღაცას გამოეპარა. მე მგონია, რომ ამ ძირითადი საქმეების საქმის კურსში იყო უმაღლესი ხელმძღვანელობა. მე არ ვიცი, პირადად ივანიშვილი იყო თუ არა საქმის კურსში, მაგრამ ის შემსრულებლები, რომლებიც დაკავებულები არიან თავისი ინიციატივით, მარტო და სხვების ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე რომ ამას გააკეთებდნენ, მე არ მგონია. ძალიან გულუბრყვილობა იქნება ეს რომ დავიჯეროთ ჩვენ. 

ეს, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან. ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ 600 მილიონი… ჯერ ერთი მე არ მჯერა ამ ციფრის… 60 მილიონიც რომ იყოს და არა 600, 60 მილიონიც უზარმაზარი თანხაა. 60 მილიონის ჯიხურში გადახურდავება, მე მესმის როგორ მუშაობს პროცესები საფინანსო სექტორში, წარმოუდგენელია, რომ ეს არი იყოს აბსოლუტურად ნათელი სხვადასხვა ორგანოებისთვის – იგივე სუს-ისთვის, იგივე პოლიციისთვის და ა.შ.. რა თქმა უნდა ამაში ჩარეული იყო სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია ამის გაკეთება,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

ცნობისთვის, კომპანია “ფინის” 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights