“უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის” – თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიდმებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე დამონტაჟებულია 3 დიდი ეკრანი, სადაც აქციის მონაწილეებს სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილი ფილმის ყურება შეეძლებათ. ასევე აჩიკო გულედანის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნის პრემიერა შედგება. აქციაზე არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი.
აქციის ორგანიზატორები „ევროპული საქართველო“, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი არიან.