გურიის მოამბე

დათაშვილს მდგომარეობა მართლა რთულია, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, საერთოდ მოძრაობა – მარიკა არევაძე

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, მარიკა არევაძემ საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, დაპატიმრებული მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია.

“უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, საერთოდ მოძრაობა“, – წერს არევაძე და ხაზს უსვამს, რომ დათაშვილის ეს მდგომარეობა, სწორედ უკანონო პატიმრობამ და ციხის პირობებმა გამოიწვია.

”დღეს ვნახე Nino Datashvili , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა რთულია. უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, საერთოდ მოძრაობა.

ნინოს მდგომარეობის გართულება გამოიწვია სწორედ უკანონო პატიმრობამ და ციხის პირობებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ციხეში მოხდა მისი შედარებით ადაპტირებულ საკანში გადაყვანა და ცდილობენ ხელშეწყობას, ციხის პირობებში მისი გამოჯანრთელება ფაქტობროვად შეუძლებელია.

რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ადამიანის წამება და ეს აბსურდული წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს, რომ ნინომ შეძლოს მკურნალობა კლინიკის და რეაბილიტაცია სახლის პირობებში !”- წერს არევაძე.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights