ბიზნესმენის სკანდალური მხილება – გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო, ტერორზე “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ალაპარაკდა.
გიორგი ჩიკვაიძე დეტალურად იხსენებს როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც “ანტისახელმწიფოებრივ დავალების შესრულებაზე უარი თქვა”.
ჩიკვაიძე დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როცა პროკურატურის შენობაში დაკითხვაზე მივიდა და ამბობს, რომ სწორედ იქ მოისმინა მუქარა- “როგორ გაანადგურებდნენ მის ავტორიტეტს და იმას უზამდნენ, რაც მამუკა ხაზარაძეს, ბაჩიაშვილს უქნეს.“
“რეაქციასთან” ჩიკვაიძემ თქვა, რომ მისი ტერორი დროებით, მაშინ გაჩერდა, როცა საქმის კურსში მაშიდელი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჩააყენეს, თუმცა მუქარა მალევე, განახლდა, რაცა ის ანტირუსულ აქციებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას:
”შოთაძის მიერ აჭარის პროკურატურაში საქმე იხურება, გადის დრო, ჩვენ ვმონაწილეობთ ანტირუსულ ღონისძიებებში და ინიშნება მთავარ პროკურორად გაბიტაშვილი და უეცრად გვიკავშირდება ერთი კვირთ ადრე ფინანსური პოლიცია, ზუსტად იგივე საქმით. დავეკონტაქტეთ იურისტებს, მივედით დაკითხვაზე და 7 საათი ვიყავით, ვიჯექით და შემდეგ როცა ამ შენობიდან გამოვდიოდით, წამოგვეწია პიროვნება და გვითხრა, რომ ვინმე გიორგი არდაზაშვილს უნდა ჩვენი ნახვა, ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი. რაც მის კაბინეტში მოხდა, ჰქვია “შეყენება“ – ბიჭო, შენ ავტორიტეტს, 10 დღე არ გვინდა, ისე გავნადგურებთ, შენ კი არა, რომ დაგვჭირდა, მამუკა ხაზარაძეს, ბაჩიაშვილს რა ვუქენითო, გაგვიჭირდება შენზეც იგივე გავაკეთოთო? წადი, რასაც ის ხალხი გეუბნება გააკეთე, მაინც ევროპას მისტირი და წადი და იქ აკეთე შენი საქმეო. ეს არის სახე ამ ხელისუფლების, როგორ მოქმედებენ“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ბიზნემენის თქმით, მას და მის კომპანიორს ახლა გამოძიება საკუთარ კომპანიაში თანხის მითვისებას ედავება:
”4 ივლისს წაგვიყენეს მე და ჩემ კომპანიონს ბრალი, საკუთარ კომპანიაში თანხის მითვისების ბრალდებით. ამის შემდეგ გვირეკავენ, უნდა დაგაკავოთ და იქნება მობრძანდეთ, თავს ნუ გვადევნინებთო. მე ვუთხარი, მოვალ ჩემი ფეხით, პრობლემა არაა, მანამდე მე მივდივრა “ტვ პირველში,“ ვილაპარაკებ ბევრ რამეზე, მათ შორის იმ საკითხზე, რომელზეც დღეს არ მინდა საუბარი და მერე დამაკავეთ-მეთქი. ნახევარ საათში 4 ზარი განხორციელდა გენერალური პროკურატურიდან, ოღონდ ბრიფინგი არ ჩაატაროთ და გირაოში გაგიცვლითო. ჩვენდა სამწუხაროდ დავთანხმდით, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ უწყებებშიც გამოჩნდენ კეთილსინდისიერი ადამაინების ნაწილი, ვინ საკმაო ინფორმაციას გვაწვდის და დღეს უკვე ძალიან გაძლიერებულები ვართ“,- განაცხადა ჩიკვაიძემ.