გორში რძალმა სასამართლოს ძალით მულს მასთან მიახლოება აუკრძალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 65 წლის მ.მ-მ სასამართლოს ძალით, მისი ქმრის დას, 71 წლის ნ.მ-ს მასთან მიახლოება აუკრძალა.

“მული რძალს ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურცხყოფას, ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. 2019 წლის 20 ნოემბერს ნ.მ-ს მიმართ უკვე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად ამისა, ნ.მ მ.მ-ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებს სხვა და სხვა სახის ძალადობას, კვლავ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმიზეზოდ ლანძღავს” , – ირკვევა გამოძიების მასალებიდან.

 

როგორც ცნობილია, რძალ-მული ერთ სახლში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მულს რძალთან მიახლოება 6 თვის ვადით აუკრძალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: