ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი, 17 წლის ქეთევან მამალაძე, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე წარმატებული ოზურგეთელი სპორტსმენია და წლებია საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების უცვლელი წევრი.
თავი რომ დავანებოთ ბადროს სტყორცნასა და ბირთვის კვრაში (ორთავე ოლიმპიური-თანაც პრესტიჟული-სახეობაა) საქართველოს ჩემპიონობას, ის უამრავი საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი და გამარჯვებულია.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, ყველა წარმატებულ სპორტსმენზე, ტურნირის შემდეგ გარკვეულ პრემიებს აწესებს.
თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთადერთია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც წარმატებული გოგონას პრემიებს “სხვა საჭიროებებისათვის” გასცემს.
მერიის ქეთევანისადმი დავალიანებამ უკვე 4 ათასს ლარს გადააჭარბა.
მიუხედავად მერიის მხრიდან, მისი წარმატებებისადმი, ასეთი გულგრილი დამოკიდებულებისა, ქეთევანი განაგრძობს ვარჯიშსა და წარმატებულ ასპარეზობას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს და თავისი ოზურგეთი ასახელოს.
მერიის უყურადღებობის გამო გაკვირვებულმა, ქეთევანის მამამ, ოზურგეთში ცნობილმა პოლიტიკოსმა (ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე), დავით მამალაძემ. ლექსი დაწერა:
“მოდით ვნახოთ პრემია,
რამ შეჭამა პრემია?
მიველ ვნახე პრემია,
მერიამ ჭამა პრემია?!..
მოდით ვნახოთ მერია,
ვინ უნდა შეჭამოს მერია?
მივალ ვნახავ ძალიან მალე,
“გურიის მოამბე” შეჭამს მერიას!….”
P.S, შარშანდელი 4 000 ლარია ჯერჯერობით მიუღებელი. სპორტკომიტეტმა გაუთვალისწინებელი ხარჯები გვქონდაო. არ ველოდებოდით რაიონიდან ამდენ ჩემპიონსო და მოჭიდავეებზე გადავანაწილეთო, თუმცა გვითხრეს, რომ არ დაეკარგებაო.
წერს დავით მამალაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”