გურიის მოამბე

როგორ მოვედით აქამდე?!-თათია ნიკოლაშვილი

,,როგორ მოვედით აქამდე ❓❗️

– 4 ოქტომბერს, ხუთმა პატრიოტმა, სხვა გზა რომ აღარ დაგვიტოვა რეჟიმა, თავი რომ გაწირა ქვეყნისთვის, ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება რომ დათმო, შენ ამას დუმილით შეხვდი…

– 1 წლის წინ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირდაპირ ეთერში “სამართალდამცავებმა” რომ გაიტაცეს, სიკვდილამდე სცემეს – შენ ამას დუმილით შეხვდი…

– 3 წლის წინ, რომელიღაც რაიონში, ღარიბაშვილისთვის კითხვის დასმა რომ უნდოდა ერთ ადამიანს და ამის გამო დაიჭირეს ძალადობრივი მეთოდებით – შენ ამას დუმილით შეხვდი…

– 4 წლის წინ, 5 ივლისს რომ ჟურნალისტი მოძალადე ჯგუფებმა მოკლეს, ქუჩაში რომ ცემეს მედიის წარმომადგენლები – შენ ამას დუმილით შეხვდი…

– 4 წლის წინ, ჭაობიდან სახელმწიფოს შემქმნელი, შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში რომ გამოკეტეს – შენ ამას დუმილით შეხვდი…

– 13 წლის წინ, ოპოზიციური პარტიის ოფისებს რომ ულეწავდნენ, კუბოებს უგზავნიდნენ – შენ ამას დუმილით შეხვდი…

ძალიან ბევრ ასეთ რამეს შეხვდი შენ ასე დუმილით და დღეს, რაღაცნაირად ხომ გრძნობ როგორ მოგიახლოვდა ეს უსამართლობა ?!… არ არის აუცილებელი, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანი მოგწონდეს, უბრალოდ ეგ დუმილი უსამართლობაზე მიდის იქამდე, სადაც დღეს ვართ… დღეს უკვე სამართალს ვერსად იპოვი …

ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოაზროვნე ადამიანი ხმას არ ამოიღებს ან მანამ, სანამ დიქტატურა დამყარდება საბოლოოდ.”-წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights