“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” (IPI) “ფორმულას” ჟურნალისტების ვახო სანაიას და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
IPI-ის განცხადებით, ჟურნალისტების დაკავება აშკარა მოქმედებაა “ფორმულას” წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დარჩენილ “რამდენიმე კრიტიკულ ხმას შორის ერთ-ერთია”.
,,IPI მკაცრად გმობს „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას. ეს აშკარა მოქმედებაა „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმას შორის ერთ-ერთია. მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – წერს ‘პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი”.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაია 19 ოქტომბერს დააკავეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, მას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო ქეთა ციცქიშვილი დღეს იმავე ბრალდებით დააკავეს, ცოტა ხნის წინ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ქეთა ციცქიშვილი 5 დღით ციხეში გაუშვა.