პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი ბიძინა ივანიშილის მიერ ტოტალურ ფარულ მოსმენებს აფასებს:
„აჩმორებს“ ყველას, ეს საშინელებაა. ფსკერზე დაყავს საქართელო. ანადგურებს ინსტიტუციურად, ყველაფერი მოშალა. სათავეშია არაფორმალი ივანიშვილი. ეს ხელისუფლება უნდა გამოვცვალოთ ჩვენი კუთვნილი ჯანყის უფლებით, რომელიც კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით გვაქვს მონიჭებული, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
“ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით” მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები “ქართული ოცნების” ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის “დანოსებიდან” ასევე, ირკვევა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.
აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება “პირველების” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.