მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, 4 თებერვალს, ენმ საქალაქოსთან აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 4 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავს.

პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-5 თვეა პატიმრობაშია. ის 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში დაბრუნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share