გაზრდილი ტარიფები – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ ენერგოკომპანიებში, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესამოწმებლად შესვლას გეგმავს.
გიორგი ფანგანი აღნიშნავს, რომ სემეკმა დეკემბრისა და ინავრის დარიცხვებთან დაკავშირებით 100-მდე საჩივარი მიიღო.
ერთადერთი სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე შევიდეთ და გამოვითხოვოთ შესაბამისი ინფორმაცია და ამ გზით დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიგვითითებენ“, – თქვა გიორგი ფანგანმა.
კომპანიებში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ, შემოწმების პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ კომპანიებში სახელმწიფოს სპეციალური მმართველიც დანიშნონ.
ფანგანის თქმითვე, კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციით, 650 000 აბონენტიდან , ჯამში, მხოლოდ 700-მდე შემთხვევაში დადგინდა შეცდომა, რაც უკვე გასწორებულია.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქალაქეები ჩივიან, რომ კომუნალური გადასახადები, მათ შორის, ელექტროენერგია, საგრძნობლად გაეზარდათ.
წყარო: ტვ პირველი