სამოქალაქო მოძრაობა “ეკოს” დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე კიდევ ერთ მდინარაზე, ინერტული მასალის მოპოვებისას დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა გურიას გამოუსწორებელი შედეგები მოუტანოს. რამდენიმე დღის წინ, გორდელაძე ამავე თემაზე სოციალურ ქსელში ვრცლად წერდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
არ გამიკვირდება რომ მალე ინვესტორისთვის შეცვალონ კანონმდებლობა და წიაღის მოპოვების უფლება ზღვიდანაც დართონ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მერია, მდინარე ნატანები. ძლივს ვიცანი მდინარე.
მდინარე ნატანებიდან, რომელიც ზღვაში ჩამდინარეა და ეს ტერიტორია არის ზღვიდან 20 კლმ. ზოლში, კომპანია “პოლატს” ხელისუფლებამ უფლება მისცა ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის სასწრაფოდ შეიცვალა”სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების” დებულება ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე.
2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა 2020 წლის 4 სექტემბერს. კერძოდ: ” დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა…შავი ზღვის შესართავიდან 20 კლ მანძილზე პირდაპირი ხაზით”…
ცვლილება-” მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია…იმ შემთხვევაში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების ( პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული მასალა დასაწყობებულია”… ხელს აწერს მაშინდელი პრეპიერი- გახარია.
ერთ კვირაში, სასწრაფო წესით კანონის ცვლილებას წინ უსწრებდა, კომპანია “პოლატის” წერილი 27. 08.2020 წ. დოკუმენტის N-TMO/20/0324, რომელიც გაეგზავნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. კომპანიამ დაიწუწუნა წიაღი არ მაქვს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისო.
ახლა გრიგოლეთი-შეკვეთილის ავტობანს აშენებს და გურიის მდინარეებიდან 2 მლკბ. წიაღი დასჭირდა და უკვე მდ. ნატანებზე , 20 კლმ. ზოლში გადაეცა ულიცენზიოდ ინერტული მასალის მოპოვების უფლება. ხელს აწერს ამჟამინდელი პრემიერი.
ავტობანი კარგია და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია. მაგრამ მდინარეები და ზღვა არაა სახელმწიფო მნიშვნელობის? ეს ავტობანი ხომ იმიტომ კეთდება, ზღვას ესტუმროს ადამიანები და თუ მდინარეებმა ნატანი ვერ ჩაიტანა, ზღვის სანაპირო ზოლსაც ეროზია დაეწყო და ყარეთ მერე ქვა-ღორღი სანაპიროზე.
ულიცენზიო კარიერსაც სჭირდება სრული დოკუმენტაციების პაკეტი, რომელსაც აუცილებლად მოვითხოვთ. როცა დიდი პროექტი ხორციელდება, მისთვის საჭირო მასალას გათვლა უნდა, ამის გამო მდინარეთა ტრაექტორიის, კალაპოტის იავარქმნა დაუშვებელია!
არ ვიცი მდ. ნატანებს თუ დაუბრუნებენ თავის კალაპოტს, არ ვიცი ავტობანს რატომ ეწირება მდინარე, არ ვიცი რატომ ხუჭავს თვალს გარემოსდაცვითი სახელმწიფო ინსტანციები ასეთ გაუგონარ ქმედებებზე თვალს. მოპოვება ეს არაა! კომპანია “პოლატისთვის” ყველაფერი ნებადართულია? ვანდალიზმით რაიმეს შენება გაუმართლებელია. სახელმწიფო მნიშვნელობის მდინარე, სანაპირო რატომ არაა და მხოლოდ ავტობანის პროექტი რატოომ? ბევრი კითხვებია…ვეცდებით პასუხები მივიღოთ”-წერს გორდელაძე.