გურიის მოამბე

ლანჩხუთის საკრებულოში, პირველი მოადგილის პოსტზე ცოლმა ქმარი ჩაანაცვლა

ლანჩხუთის “ქართული ოცნების” საკრებულოში, პირველი მოადგილის პოსტზე, წინა მოწვევის საკრებულოს პირველი მოადგილის, ემზარ თევდორაძის მეუღლე, მაია ლომთაძე აირჩიეს.

გუშინ,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,  ახალი მოწვევის “ქართული ოცნების”  საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით, ბესიკ ტაბიძე დანიშნეს.

ემზარ თევდორაძის “პენსიაზე” გაშვების მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ხმებით, ის შესაძლოა ლანჩხუთში მომხდარ სკანდალურ ფაქტს უკავშირდებოდეს, როცა სამართალდამცველებმა, ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით, 10 ზე მეტი ადამიანი დააკავეს, შსს მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში, ე.წ. “საქმის გარჩევისას”, ემზარ თევდორაძის გვარიც ფიგურირებს.

აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება”,  თევდორაძეს შეელია და არც შეელია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights