სასამართლომ ლადო წიბახაშვილი გზის გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო, მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
წიბახაშვილს შსს 2 ნოემბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ლადო წიბახაშვილის მსგავსად დააკავეს მისი ძმა – გიგა წიბახაშვილი და დედა – მანანა ჯავაშვილი, რომელსაც ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოში ადმინისტრაციულ პროცესზე ასევე დაიბარეს მისი დეიდა – ეკა ჯავაშვილი.
[ფოტო: “პუბლიკა”]








