დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში 2012 წლის მოვლენების შესახებ წერს.
„რა თქმა უნდა ახლა დაგვიანებულია და შეიძლება ვიღაცამ თქვას, სხვა სხვის ომში ბრძენიაო, მაგრამ მაინც ვიტყვი, დაფიქრებად და სააზროვნოდ ღირს…
რა შემთხვევაში აიცილებდა საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ერი 2012 წლის სექტემბრის ავანტურას და ამ ათ წლიან რეგრესს, ხოლო თავად მიშა დღევანდელ უმძიმეს და მომაკვდინებელ მდგომარეობას:
უნდა მიეღო ლუსტრაციის კანონი და ყველა მხილებული და საეჭვო პირი ჩამოეცილებინა საჯარო სივრცისაგან და დაესაჯა კანონის მიხედვით;
დასჯა და გასამართლება უნდა დაეწყო ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ემისარ შიოლაშვილით – პუტჩის მხარდაჭერის და რუსეთის აგენტობისათვის, ბევრ სხვა შაბნელსაც ამოქექავდა გამოძიება მასზე, მათ შორის საეჭვო მკვლელობებს ეკლესიაში;
უნდა გამოძიებულიყო და დასჯილიყო ზ. გამსახურდიას ყველა მკვლელი და მის წინააღმდეგ მებრძოლი. ასეთ შემთხვევაში ასევე აიცილებდა ისეთ ოდიუზურ პარაზიტ მინისტრებს, როგორებიც ჰყავდა ს. ზურაბიშვილი და გარეწარი კრიმინალი ხაინდრავა.
რუსი ოლიგარქ ივანიშვილი და მისი მონები დაეჭირა, ან განედევნა საქართველოდან.
მან ეს ყველა შეცდომა დაუშვა თითქოს უწყინარი ოცნებით: მთელი ერის კონსოლიდაციის და შერიგების მიზანდასახულობით, ისტორიის სუფთა ფურცლიდან დაწყების უტოპირი სურვილით. მაგრამ რუსეთის აგენტურასთან, მკვლელებთან და ნაძირლებთან რა ალიანსი გამოვიდოდა ან ქვეყნის სასიკეთო, ან მისთვის დადებითი???
ხოდა, დადგა ფატალური შედეგები სახელმწიფოსთვის და პირადად მისთვისაც…
P.S. მაშინ რომ ეს ექნა შიოლაშვილისადმი, პირველი მე, სტუდენტი ბიჭი, დავუწყებდი ბრძოლას, მაგრამ დაე მეც დავეჭირე, ისტორიის არასწორ მხარეზე დგომა და გამოთაყვანება დასჯადი უნდა იყოს!“ – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.