ამ დიდ ამბავზე უფრო მეტი დეტალის შესახებ უკვე BUSSINESS INSIDER-იც ავრცელებს ინფორმაციას—-



რამდენიმე კვირაში უკრაინაში ფრანგული კომპანია ATREYD-ის მიერ შექმნილი DWS-1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდება, რომელსაც რუსული შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონებისა და KAB-ების (მართვადი საჰაერო პლანირებადი ბომბების) ჩამოგდებაც კი შეუძლია.

სისტემა ქმნის ერთგვარ „დანაღმულ საჰაერო ველს“, რომელიც შედგება ათობით მინი-დრონისგან, რომლებსაც მცირე ასაფეთქებელი მუხტი აქვთ.

საფრთხის რადარით დაფიქსირების შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატები აფრინდებიან და შექმნიან ე.წ „ფარდას“ – ჰაერში მტრის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაჭერად და გასანადგურებლად.

საწყის ეტაპზე DWS-1 გამოყენებული იქნება „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე დრონებით შეტევების მოსაგერიებლად, მოგვიანებით კი — მართვადი ბომბების წინააღმდეგაც გამოიყენებენ…

სისტემა ფუნქციონირებს ავტონომიურად, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით,
და მხოლოდ ერთ ოპერატორს შეუძლია 100-მდე დრონის მართვა.

DWS-1-ის წარმოება უკვე დაწყებულია საფრანგეთსა და უკრაინაში, მოგვიანებით კი ის აშშ-შიც გაეშვება.
ალფა სიხშირე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: