გამოწვევაა რუსეთიდან მასიური მიგრაცია, სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური – ზურაბიშვილი

კიდევ ერთი გამოწვევა გახლავთ რუსეთიდან მასიური მიგრაცია, რომელიც ასევე გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ, სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, თუ რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც გახლავთ წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში არასასურველი განზრახვები.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წინასაახალწლო მიღებაზე [სინქრონული თარგმანი].
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share