გურიის მოამბე

ამერიკული სამშვიდობო გეგმის ჩარჩო დოკუმენტის ძირითადი ნაწილი დასრულდა

ამერიკული სამშვიდობო გეგმის ჩარჩო დოკუმენტის ძირითადი ნაწილი, რომლის განხილვაც ჟენევაში მიმდინარეობს, თითქმის დასრულდა,- ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს—-
🔵 სამშვიდობო გეგმის დებულებების უმეტესობა უკრაინასთან უკვე შეთანხმდა და სადავო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხვეწა,
🔴ძირითადი პუნქტები:
📍 დოკუმენტის ძირითადი ნორმები შეთანხმებულია, ხოლო სადავო პუნქტები ნაწილობრივ დარეგულირდა;
📍 მიღწეულია პროგრესი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ტყვეთა გაცვლის ფორმატი და ტყვეების დაბრუნება;
📍 ტერიტორიებთან დაკავშირებული და უკრაინის ნატოში გაუწევრიანებლობის გარანტიებთან დაკავშირებული პუნქტები კვლავ უკრაინა-ამერიკის პრეზიდენტებს შორის შესათანხმებლად რჩება;
📍 „პროექტის“ ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტად რჩება მოთხოვნა უკრაინული ჯარების დონეცკის ოლქიდან გაყვანის შესახებ, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს კიევი.
📍 ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა მოსალოდნელია ამ ან მომავალ კვირას.
🇺🇸 აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ ერთი დოკუმენტი შესთავაზა — სამი ძირითადი პუნქტი
📍 თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს შეტევას, აშშ-ის პრეზიდენტს ექნება უფლება, განათავსოს ამერიკული ჯარები უკრაინაში;
📍 ნატო, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, პოლონეთთან და ფინეთთან ერთად, იღებს ვალდებულებას, იმოქმედოს აშშ-სთან სინქრონში;
📍 გარანტიების ვადა შეადგენს 10 წელს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights