მარინა ბერიძემ დილის გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ ქვეყანას საბოლოოდ მაინც მუსიკა გადაარჩენს.
“მძიმე დღეები გვქონდა და ისევ იქ ვბრუნდები… ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება არის ორად გაყოფილი ქვეყანა. იმდენი წელია ვემზადებით ამისთვის და ცდილობენ ასე იყოს… ახლა თვალნათლივ გამოჩნდა და ეს შემაძრწუნებელია.
სულ ვამბობ ჯაბას და კიტოვანის დროს რომ ფეისბუქი ყოფილიყო რა მოხდებოდა? მაგრამ იქედან მოდის ყველაფერი. ის უნდა გასამართლებულიყო ალბათ, დარქმეოდა თავის სახელი და დღეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით.
იმის მაგივრად რომ დღეს ვიყოთ წელში გამართულები და ვიფიქროთ აცრა იქნება, ვიცხოვრებთ ნორმალურად, ისევ შუღლი და უბედურებაა. ძალიან ძნელია ამის ატანა. მე მაინც მემატიანესავით ვარ, ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა.
არანაირი საშველი არ არის, თუ ხალხი გონზე არ მოვა” – განაცხადა მარინა ბერიძემ.