„ზუსტად!!!! თავის მოჭრა!!!!“ — ასე გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის გენდირექტორის, ბაკურ ბაკურაძის პოსტს, სადაც მან აღნიშნა, რომ BBC „სიმდაბლის და სირცხვილის მაგალითია“
„სულ რამდენიმე რაღაც, ან ვინმე, მხიბლავდა და შესაბამისად ვიღებდი მაგალითს. მათი ნაშრომი, შექმნილი და ნამოქმედარი პერიოდულად იწვევდა აღფრთოვანებას. ამ წლების მანძილზე, თითქმის ყველა მათგანმა, ისეთი რამ იკადრა და ისე გაიფერმკრთალა საკუთარი ავტორიტეტი ჩემს თვალში, რომ გახდა სრულიად საპირისპირო – სიმდაბლის და სირცხვილის მაგალითი და ერთ-ერთი ბოლო მოჰიკანი გახლავთ BBC“— დაწერა პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის გენდირექტორმა.








