გურიის მოამბე

ელინა ვალტონენი ადასტურებს, რომ მაკა ბოჭორიშვილს არ შეხვდა

 

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს არ შეხვდა. ელინა ვალტონენი ადასტურებს, რომ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაცია არ ჰქონია. არადა ეუთოს მინისტერიალის მთავარი მასპინძელი სწორედ ფინეთის საგარეო უწყების პირველი პირია.

  • ცნობისთვის, ვალტონენი ის დიპლომატია, ოცნებამ გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 ათას ლარიანი ჯარიმა რომ დააკისრა.

დღეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კითხვები ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა დაუსვა და ჰკითხა, რას ფიქრობს BBC-ის გამოძიებაზე.

დავით კიკალიშვილი: ხომ არ გინახავთ ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოეყენებინათ. როგორია თქვენი რეაქცია ამასთან დაკავშირებით? და მეორე კითხვა, ხომ არ შეხვდით თქვენს კოლეგას საქართველოდან?

ელინა ვალტონენი:  ვფიქრობ, რომ მზარდი რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ ბოლო თვეებში შეშფოთების საგანია. მე ეუთოს ხელმძღვანელს ვუთხარი, რომ თბილისში ვიზიტს ვაპირებდი, არც ისე დიდი ხნის წინ. კარგი შეხვედრა მქონდა ჩემ კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მე ასევე მქონდა შეხვედრა სამოქალაქოო საზოგადოებასთანაც , მე თავად ვნახე დემონსტრაციაა პარლამენტის შენობის  წინ, იმედგაცრუებული ადამიანებთან ერთად, რომლებსაც სათქმელიც კი აღარაფერი აქვთ საქრთველოს მომავალსა და ბედთან დაკავშირებით, რაც ძალიან მაშფოთებს. ეუთო ყველაფერს აკეთებს რაც ჩვენ ხელშია, რომ დავეხმაროთ მხოლოდ ქრთველ ხალხს, ჰქონდეთ უფლება თავად გადაწყვიტონ მათი ქვეყნის მომავალი.  რაც შეეხება, ქიმიური იარაღისს სავარაუდო გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ , თუ ეს სიმართლეა, საშინელებაა. ეს არის ის, რასაც ეუთოც და საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან მკაცრად დაგმობსს.  ამ მოვლენებს ახლოდან დავაკვირდებით. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ იმყოფება ვენაში, მას პირადად დღეს არ შევხვედრივარ”, – განაცხადა ვალტონენიმ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights