ირაკლი ჩარკვიანის გარდავცალებიდან 15 წლი გავიდა

2006 წლის 24 თე­ბერ­ვალს ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი 45 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დღეს მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 15 წელი გა­ვი­და… ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მომ­ღერ­ლის ცნო­ბი­ლი მამა, გელა ჩარ­კვი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“15 წელი ირაკ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან… ჩემ­თვის დღე­საც ორი ირაკ­ლი არ­სე­ბობს: ერთი – ჩემი და ნა­ნას პირ­მ­შო. ის ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მა­რად ბავ­შვად დარ­ჩე­ბა. სწო­რედ ამ ბავ­შვის – ირაკ­ლის სიკ­ვდი­ლი გან­ვი­ცა­დე ასე მწა­რედ 2006 წლის 24 თე­ბერ­ვალს. მე­ო­რე – მი­ა­მი­ტი და იმავდრო­უ­ლად უჩ­ვე­უ­ლო ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დი. ის არ მომ­კვდა­რა. „სათ­ქმე­ლი თქვა და უბ­რა­ლოდ კარი გა­ი­ხუ­რა“, – წერს გელა ჩარ­კვი­ა­ნი.

გთა­ვა­ზობთ ცი­ტა­ტებს მისი 2006 წლის ავ­ტო­რო­მა­ნი­დან “მშვი­დი ცურ­ვა”. “ეს წიგ­ნი სა­ერ­თოდ არ ჰგავს წიგნს, მაგ­რამ სა­ოც­რად მგავს მე”, – ასე ახა­სი­ა­თებ­და მეფე სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს…

ფოტო: pinterest.com

  • “რა არ და­აბ­რა­ლეს ადა­მი­ა­ნებ­მა სიკ­ვდილს, ჯო­ჯო­ხე­თად მო­ნათ­ლეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სიკ­ვდი­ლი უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, სუ­ლის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ხორ­ცზე, გან­ვი­თა­რე­ბის ის სა­ფე­ხუ­რი, რო­მე­ლიც აღარ სა­ჭი­რო­ებს სიმ­ძი­მეს, სხე­უ­ლის წო­ნას, შენ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი.”
  • “რაც უფრო ბედ­ნი­ე­რი ხარ, მით უფრო ახ­ლოს ხარ სიკ­ვდილ­თან და თუ არ მოკ­ვდი, შეძ­ლებ დიდ­ხანს იყო ბედ­ნი­ე­რი, შე­გიძ­ლია დაწ­ვე წყალ­ზე და ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ ცას უყუ­რო, მყუდ­რო და უსას­რუ­ლო სიღ­რმის სარ­კეს, რო­მელ­შიც შე­ნამ­დე მი­ლი­ო­ნე­ბი იყუ­რე­ბოდ­ნენ და შენს მე­რეც ჩა­ი­ხე­დე­ბი­ან”
  • “რაც უფრო მეტს გას­ცემ, მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გტო­ვებს და რჩე­ბი ღმერ­თი­ვით მარ­ტო…”
  • “მე არა­ვინ მი­მი­ტო­ვე­ბია, მე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ძი­ებ­ლად წა­ვე­დი”
  • “მგო­ნი, სიკ­ვდი­ლის აღარ მე­ში­ნია და ალ­ბათ ამი­ტომ ჩემი სული სა­ბო­ლო­ოდ გა­იხ­სნა უსას­რუ­ლო გრძნო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მარ­ტო­ო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი”
  • “ყვე­ლა­ზე ძნე­ლია და­შორ­დე იმას, რა­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეტ­რფი. დღე და ღამე აშე­ნებ, მაგ­რამ დგე­ბა დრო, როცა უნდა გა­ნუდ­გე, რათა მთლი­ა­ნად და­ი­ნა­ხო ის, რა­საც ქმნი­დი. გა­ან­დო სივ­რცეს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო. დაე, დრომ მი­უ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იმ კა­რა­და­ში, რო­მელ­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია.”
  • “დიდი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც კი, მეტ­წი­ლად არ­შემ­დგა­რი გმი­რე­ბია, ვინც ში­შის გამო ვერ­ცერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ვერ გა­დად­გა თა­ვი­სი უმ­წეო ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ისი­ნი გა­ჩერ­დნენ და გა­და­წყვი­ტეს გა­ყი­დონ და­მარ­ცხე­ბე­ბით დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის ფასი ერთი გრო­შიც არ არის. მოს­წავ­ლის მი­ზა­ნია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მიხ­ვდეს, რომ სწავ­ლა უნდა შე­წყვი­ტოს, თუ სურს ხალ­ხს თავი და­ა­მახ­სოვ­როს, რამე მა­ინც შეც­ვა­ლოს არა და იჯ­დე­ბი ღრმად მო­ხუ­ცი ლო­ტო­სის პო­ზა­ში”
  • “მე ყო­ველ­თვის აქ ვი­დე­ქი, სა­დაც ახლა ვდგა­ვარ და ბო­ლოს იქ დავ­წვე­ბი, უბ­რა­ლოდ წა­მოვ­წვე­ბი და და­გა­ვი­ხუ­რავ ბა­ლა­ხი­ან მი­წას, სულ ეს არის და ეს”
  • “ჯერ ისევ ბნე­ლა. სა­ძი­ნე­ბელ­ში სა­მარ­ხის სუ­ნია”
  • “დღეს­დღე­ო­ბით კი ვაგ­რძე­ლებ იმ სა­ნუკ­ვა­რი დღი­სათ­ვის, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს ვა­ღი­ა­რებ სა­კუ­თარ თავ­თან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქ­ნე­ბა წმინ­და, ვით გან­თი­ა­დი და მშვი­დი, ვით შე­მოდ­გო­მა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რო­მე­ლიც მა­რა­დი­უ­ლო­ბას უდის, მე მეს­მის იმ სი­ჩუ­მის მშვე­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც არს ნე­ტა­რი და უსას­რუ­ლო, ამი­ტომ სი­ტყვა გან­სხი­ვოს­ნე­ბა სრუ­ლად არ ასა­ხავს იმ სის­რუ­ლეს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წა­მით გვე­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენ, მოკ­ვდავთ, და მერე გვტო­ვებს იმ ში­ზოფ­რე­ნი­ულ მო­რევ­ში ხორ­ცი­სა და ვნე­ბის, გან­ცდი­სა და ვარ­დნის, სიმ­დაბ­ლი­სა და მო­ნო­ბის. ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი ოდეს­მე ხდე­ბა მეფე, უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გრძნო­ბა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, სიკ­ვდი­ლამ­დე ორი­ოდ წუ­თით ადრე ეუფ­ლე­ბა, მაგ­რამ მე­ფო­ბა ისე­ვე გარ­და­უ­ვა­ლია, რო­გორც მო­ნო­ბა, ამი­ტომ ისი­ნი, ვინც სი­ცო­ცხლე­ში ახ­წე­ვენ მი­ზანს და ხდე­ბი­ან მე­ფე­ე­ბი, რჩე­ბი­ან ის­ტო­რი­ას, აღელ­ვე­ბენ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, თან სი­ცო­ცხლე­ში­ვე გრძნო­ბენ იმ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რა­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share