,,ქართული ოცნება” შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის წესებს ამკაცრებს.
IPN-ის მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.
ცნობისთვის, ამავე კანონპროექტის თანახმად, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.
ამასთან ქართული ოცნება აბრუნებს შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვამდე 5 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც 2023 წლის 14 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი შეტყობინების ვალდებულება არაკონსტიტუციურია, რადგან სპონტანურ შეკრებას შეუძლებლად აქცევს.








