გურიის მოამბე

სიმონ ჯანაშია განათლების რეფორმაზე: რამდენჯერ უნდა გახადონ სწავლა უფასო? ეს არის უტიფარი ტყუილი

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია განათლების რეფორმას უტიფარ ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ისედაც არსებობდა უფასო ფაკულტეტები და ახლა უბრალოდ, იმაზე ნაკლები არჩევანი ექნებათ აბიტურიენტებს სწავლის გასაგრძელებლად, ვიდრე აქამდე ჰქონდათ.

მისი თქმით, აღსანიშნავია კიდევ ის ფაქტი, რომ 4 წლის ნაცვლად, ბაკალავრიატი 3 -წლიანი, ხოლო მაგისტრატურა 2-ის ნაცვლად 1 -წლიანი გახდება, რაც იმის ნიშანია, რომ “ოცნებას“ სტუდენტებს 1 უფასო წელსაც ჰპარავს.

რამდენჯერ უნდა გახადონ სწავლა უფასო. გიორგი მარგველაშვილი რომ იყოს განათლების მინისტრი, იმანაც გახადა სწავლა უფასო, მაშინაც შემოიღეს უფასო ფაკულტეტები, ესენი თავიდან გახდება უფასო? ჩვენ ახლა რასაც ვისმენთ, არის უტიფარი ტყუილი. რიცხვებში რომ შევხედოთ ამ საკითხს- დღესა რის 63 უნივერსიტეტი და ნებისმიერ მათგანში შეგიძლია ისწავლო უფასოდ, მოიპოვო სახელმწიფო გრანტი და ისწავლო. “ოცნება“ გვეუბნება, რომ 63 -ში ვერ ისწავლი უფასოდ, ისწავლი მხოლოდ 19-ში, თუმცა, იმ 19-ში თუ კონკრეტული სპეციალობის შესწავლა გინდა და არა უბრალოდ მოხვედრა, რაც უაზრობა ქინება, ანუ სამართალზე თუ გინდა ისწავლო, 19-ში კი არ შეგიძლია უფასოდ ისწავლო, შეგიძლია ისწავლო მხოლოდ 2-ში. ანუ სინამდვილეში 63 უნივერსიტეტიდან, თუ რამდენიმე ათეულში ისწავლებოდა სამართალი და იქ  შეგეძლო რომ უფასოდ გესწავლა, ახლა შეგიძლია ისწავლო 2 -ში, ეს ხომ არის ტყუილი. თან ახლა 4 წელი შეგიძლია უფასოდ ისწავლო, შემდეგი წლიდან კი მხოლოდ 3 შეგიძლია, ანუ 1 წელი მოგპარეს, მაგისტრატურაშიც იგივე ხდება. სულ გვატყუებენ, – განაცხადა ჯანაშიამ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights