გურიის მოამბე

სამოქალაქო საზოგადოება ახალ კამპანიას იწყებს – ქიმიური იარაღით დაშავებულები საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ

2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის დემონსტრაციების დროს გამოყენებული ქიმიური საშუალებები, რომლებზეც BBC-მ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, კიდევ ერთი ვიდეორგოლის შექმნის ინსპირაცია გახდა. ვიდეოში ასახულია პროტესტის მონაწილეები, რომლებმაც აქციების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე და ხშირ შემთხვევაში შეუქცევადი პრობლემები მიიღეს.

დაშავებულები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიღებულმა დაზიანებებმა მათ ჩვეულებრივი ცხოვრება შეუცვალა. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, შეწყვიტოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, რაც მათთვის განსაკუთრებით მძიმეა.

დაზარალებულები და უფლებადამცველები საერთაშორისო გამოძიების დაწყებას კვლავ ითხოვენ. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა შესაბამისი უწყებების ინფორმირება ჯერ კიდევ გასულ თვეში დაიწყეს. მათ შორის, გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დირექტორს ოფიციალურად მიმართეს, საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნის მოთხოვნით.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას არ შეწყვეტენ, სანამ ქიმიური საშუალებების გამოყენების ფაქტებზე საერთაშორისო გამოძიება არ დაიწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights