,,ივანიშვილმა ქვეყანა აქცია რუსეთის ბინძური ინტერესების მომსახურების არეალად” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია ეკონომიკაზე შესაბამის ზეგავლენას მოახდენს.
სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ “დროულად უნდა დავასრულოთ ავტოკრატიული რეჟიმი ჩვენ ქვეყანაში”, რათა ისეთი მაღალი ფასი არ გადავიხადოთ ამაში, რაც იმ ქვეყნებმა, ვინც “ათწლეულების მანძილზე ვერ მოახერხეს საკუთარ ქვეყანაში რეჟიმების დასრულება”.
,,სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააღატაკა ქართველი ხალხი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა აქცია რუსეთის ბინძური ინტერესების მომსახურების არეალად – იქნება ეს რუსული ნავთობის გარეცხვა, თუ იქნება ეს ბინძური, რუსული ფულის გარეცხვა და ეს ძალიან მძიმე უჯდება, სამწუხაროდ და კიდევ უფრო მძიმედ დაუჯდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
საერთაშორისო იზოლაცია, ცხადია, სამწუხაროდ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შესაბამის ზეგავლენას და მათ შორის, ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ ვენესუელაში და ირანში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკური საფუძველი ამისი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის, ეს ეკონომიკური განვითარება მოჰყვა საერთაშორისო იზოლაციას ამ ქვეყნების და ამიტომ არის, რომ ჩვენ დროულად უნდა დავასრულოთ ავტოკრატიული რეჟიმი ჩვენ ქვეყანაში იმიტომ, რომ არ გადავიხადოთ ისეთი მაღალი ფასი ამაში, რაც მოუწიათ სხვა ხალხებს, ვინც ვერ მოახერხა ათწლეულების მანძილზე დაესრულებინა ის რეჟიმები საკუთარ ქვეყანაში, რომლებიც ქვეყანას და ხალხს აქცევენ საერთაშორისო იზოლაციაში,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.








