გურიის მოამბე

უიმედობის დროს, გაიხსენე, რომ ხარ ქართველი – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

“უიმედობა არის ერთ-ერთი ის ემოცია, რომლის დროსაც ხარ უბრალოდ ცარიელი, ხელჩაქნეული, მოწყენილი, არაფრის ხალისზე. უიმედობის შემთხვევის დროს ზოგჯერ, უფრო სწორად ხშირად, ვალდებული ხარ დაუპირისპირო და შთააგონო შენი შინაგანი მე, რომ არა, ახლა ამის დრო არ არის. ბევრს უჭირს ამის გაკეთება, რადგან არ იცის, რა უნდა დაუპირისპიროს უიმედობას ან როგორ. ყოველთვის, როცა ეს გრძნობა ამ ემოცია ან გრძნობა დაგეუფლება, გაიხსენე, რომ შენ ხარ ქართველი.
გაიხსენე საქართველო, შენი ქვეყნის წარსული და ისტორია.
გაიხსენე შენი წინაპრები.
გაიხსენე, რამდენი ადამიანი გიდგას გვერდზე.
გაიხსენე მერაბ კოსტავას სიტყვები. გაიხსენე, რომ ფიცი გაქვს ნათქვამი. გაიხსენე, რომ ზღაპრის ბოლოს კეთილია. გაიხსენე ის, რის გამოც ბრძოლა და ცხოვრება ღირს” | წერს პროდასავლურ აქციებზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights