გურიის მოამბე

THE GURIAN “REPUBLIC” – სასამართლო

THE GURIAN “REPUBLIC” – სასამართლო
.
სახალხო სასამართლოს მიერ პროცესის წარმოება საუკეთესოდ შეიძლება აღიწეროს რეალური სასამართლო პროცესის მაგალითზე. ჩემს თანამგზავრებთან ერთად დილის 2 საათზე დაახლოებით ოცი კაციანი ჯგუფით გავემართეთ სასამართლო პროცესზე, რომელიც ოზურგეთიდან ახლოს იმართებოდა, ჩვენ გავიარეთ მდინარის ხეობა და ციცაბო გორაკზე ექადიის პატარა ეკლესიამდე ავედით. სადაც მაღალი მუხის ჩრდილში ფართო მწვანე მდელო იყო ნაცრისფერი ქვის სამრეკლოს მოპირდაპირედ.

ამ ადგილიდან იშლებოდა თურქეთის საზღვრამდე იყო გადაჭიმული აჭარა-გურიის იისფერი მთების ვრცელი და ულამაზესი ხედი და მდინარე ნატანების მთებისაგან დაკლაკნილი ულამაზესი მწვანე ხეობა.

მართლმსაჯულების აღსასრულებლად აქ დაახლოებით ორასამდე ადამიანი შეკრებულიყო, ესენი იყვნენ ყველა ასაკისა და სქესის გლეხები, ადგილობრივ სამოსში გამოწყობილები, ასევე რამდენიმე „ინტელექტუალი“, ხარკისფერ ბამბის კოსტიუმებსა და სტუდენტურ უხეშ ფორმებში გამოწყობილნი, რომლებიც ყოველთვის თვალშისაცემი იყვნენ რევოლუციურ შეკრებებზე.

სასამართლოს აქვს ძალიან მარტივი სტრუქტურა. აქ არ არის მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულები, პროკურორები, ადვოკატები. მაგრამ ყოველ დამსწრეს, კაცს, ქალს ან ბავშვს, მოქალაქეს თუ უცხოელს უფლება აქვს ყველა ზემოხსენებულ რომელიმე ხარისხში ან ყველაში ერთდროულად წარსდგეს სასამართლოზე, ხოლო ვერდიქტი და განაჩენი გამოაქვთ ხმათა უმრავლესობით.

თავმჯდომარედ ირჩევენ ერთ კაცს მხოლოდ წესისათვის, მაგრამ მას არ გააჩნია არანაირი ოფიციალური ძალაუფლება, თუ არ ჩავთვლით იმას რაც გამომდინარეობს მისი ხანდაზმულობისა და საუნივერსიტეტო განათლებისაგან. ამ კომუნური თეორიის მიხედვით ყველა იმას ვისაც თავისი აზრი გააჩნია განსახილველი საკითხისადმი უფლება აქვს ეს აზრი გამოხატოს, ყველა ხმას გავლენა აქვს საბოლაო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი საქმე შეეხებოდა სააპელაციო საჩივარს: ერთმა ოზურგეთელმა ვაჭარმა მრუშობა ჩაიდინა და მისი ქმდების შედეგად ორი ოჯახი დაინგრა. გარკვეული დროის წინ იგი სახალხო სასამართლოში დაიბარეს და სამუდამო ბოიკოტი მიუსაჯეს -რაც უმაღლეს სასჯელს წარმოადგენდა რაც კი სასამართლოს შეეძლო მიეღო. ახლა კი რაიმდენიმე კვირიანი ბოიკოტის შემდეგ თხოვნით წარსდგა სასამართლოს წინაშე შეეცვალათ გადაწყვეტილება. ეს იყო ძალიან მაღალი ორმოცწლამდე მამაკაცი ძალიან დამწუხრებული და მელანქონიური სახის გამომეტყველებით, წვერსა და თმებში ჭაღარა ჰქონდა გარეული.

„მე ვაღიარებ ჩემს მიერ ჩადენილ ცოდვას და თქვენი გადაწყვეტილების სამართლიანობას – განაცხადა მან – მაგრამ მე გულწრფელად ვინანიებ და ვფიცავარ ვიცხოვრებ წესიერი და სინდისიერი ცხოვრებით. ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ იმდენად დიდი და აუტანელი ტანჯვა გადავიტანე, რომ ჯობდა სიკვდილით დაგესაჯეთ. დაკარგული და განადგურებული სრულიად უიმედოდ ვარ, თუ არ შემიმსუბუქებთ საჯელს. მოვედი, რომ გთხოვოთ პატიება და გააუქმოთ ბოიკოტი“. მის ხმაში ისმოდა გულწრფელი ემოცია და მონანიება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა აუდიტორიაზე.

ამის შემდეგ გაიმართა ცოცხალი დისკუსია საქმის არსებით საკითხებზე. ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე მომხსენებელი წამოდგა და გამოთქვა თავისი მოსაზრებები შეწყალების მოთხოვნის მომხრედ ან წინააღმდეგ. უმრავლესობაში მყოფი თხოვნის მომხრეები მამაკაცის აშკარა გულწრფელ მონანიებაზე საუბრობდნენ, ასევე იმაზე, რომ სასჯელი ვერ გამოიღებდა შედეგს გამოსწორების თვალსაზრისით, თუ ზედმეტი დროით გაგრძელდებოდა; აბსტრაქტული მსჯელობისადმი დამახასიათებელი სიყვარულით ზოგიერთებმა „მეცნიერების უახლეს მიღწევებზეც“ კი ისაუბრეს და უცნობ გერმანელ ფილოსოფოსთა და სოციალისტი მწერლების ციტირება მოახდინეს.

მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ ეს კაცი ამ მხრივ ძველი დამნაშავე იყო, რომ მის ასაკში გამოსწორება ხანგრძლივად არ გაგრძელდებოდა და რადგან მან ორი ოჯახი დაანგრია მისი დასჯა სამაგალითო უნდა ყოფილიყო. ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სათანადო არგუმენტებით იყო გამყარებული გამოსვლები ერთმანეთს მოსდევდა, საბოლოოდ კი თავმჯდომარემ ბოიკოტის გაუქმების შესახებ რეზოლუცია წარმოდგინა.

ხელის აწევისას მომხრეები აშკარად უმრავლესობას წარმოადგენდნენ, თუმცა ოპოზიციამ ხმების ფორმალური დათვლა მოითხოვა. ხმის დათვლის საშუალებების შესახებ გარკვეული განხილვის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ეკლესია გამოეყენებინათ „საარჩევნო უბნად“. ერთ-ერთი გლეხი საკურთხეველთან ახლოს მდგარ მაგიდასთან დაჯდა ხმების ჩასაწერად, მღვდელი კი იქვე იდგა, რათა რელიგიური ლეგიტიმაცია მიეცა ამ პროცესისთვის. ამის შემდეგ კრებაზე დამსწრე თითოეული ადამიანი მარტო შეიოდა ეკელსიაში სამხრეთი კარიდან სადაც აცხადებდა „მომხრა“ იყო „წინააღმდეგი“ შემდეგ კი გამოდიოდა დასავლეთის კარიდან. ხმების დათვლამ ხელის აწევის შედეგი დაადასტურა და ბოიკოტიც მოიხსნა, მონანიებულს მიეტევა და კვლავ საზოგადოების წევრი გახდა.

„განა ეს არ არის სამართლიანობის აღსრულების გაცილებით ჰუმანური და სწრაფი მეთოდი, ვიდრე „სათანადო წესით შექმნილი ტრიბუნალები“? განა უკეთესი არ არის ასე გაგასამართლონ, ვიდრე სამმა შავ სამოსში გამოწყობილმა ნაძირალამ?“
.
– ფრაგმენტი Luigi Villari – THE GURIAN “REPUBLIC” (fire and sword in the caucasus)
– ფოტოები – სახალხო სასამართლო, ლუიჯი ვილლარის წიგნიდან “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” (Fire and Sword in the Caucasus).

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights