1921 წელს ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა ბათუმის ათასეულის უფროსი კაპიტანი გრიგოლ კვაშალი. გურიაში კვაშალის ცხედარი ჩაიტანეს უკვე საქართველოს „გასაბჭოების“ შემდეგ 1921 წლის აპრილში და ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ეკლესიის ეზოში (ჭადრების ბაღი). მთელი გურია დახვდა მის მშობლიურ ოზურგეთში კვაშალის ცხედარს და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირი გურულებმა დიდი პატივისცემით დაასაფლავეს, ამ ამბავს ასე აღწერს სიმონ გოგიბერიძე:
.
„მთელი მაზრა ამ მოვლენისათვის წინასწარ მომზადებულიყო; ქალაქ ოზურგეთის და ახლომახლო თემების მცხოვრებნი, დელეგატები სხვა რაიონებიდან, დიდძალი ხალხი შავებში ჩაცმულნი, დიდი შავი დროშებით შეეგებნენ სამშობლოსათვის თავდადებული გმირის ცხედარს. უსიტყვოდ, სამარისებური სიჩუმით მიასვენეს ის და დაკრძალეს ოზურგეთის ქალაქის მოედანზე ეკლესიის ეზოში. საბჭოთა მთავრობამ ვერავითარი ჩარევა გერ გაბედა. ეს ჩუმი პატივისცემა ბრძოლაში დაკარგულისადმი მთელი მაზრის მიერ, უდიდესი პროტესტი იყო სამშობლოს მოღალატეთა და დამპყრობელთა მიმართ!
.
ამ დღეს გურიის ხალხმა, პირველად აშკარად დაანახა საბჭოთა ხელისუფლებას, რომ ის სრულიად არ შერიგებია რუსეთის საქართველოში გაბატონებას და რომ ის ბრძოლებისათვის კვლავ ემზადებოდა. თითქმის ასევე, უფრო პატარა მასშტაბით, ხდებოდა ყველა რაიონებში შეხვედრა და დასაფლავება სხვადასხვა ფრონტებიდან მოსვენებული მხედრებისა.“.
.
სიმონ გოგიბერიძე – „ბრძოლა სამშობლოსათვის“ 1938 წელი.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა