„თუ ღმერთი გწამს გიორგი, თავი დაგვანებე. ძლივსძლივობით ორი ღერი რუსული ვისწავლე, ახლა ინგლისურს რა მასწავლის… არგვინდა, ბატონო, არაო!“
.
ამ სიტყვებით გააწყვეტინა სიო ბერიძემ გამოსვლა გიორგი წერეთელს, რომელიც ქართული ინტელიგენციის ნაწილის წინაშე გამოსვლისას ამბობდა – „ინგლისი გამოგზავნის ძლიერ ფლოტს შავ ზღვაზე და საქართველოს განათავისუფლებსო“. (გიორგი ლასხიშვილის მემუარებიდან)
.
P.S. სიო ბერიძე 1877-1878 წლების რუსეთ თურქეთის ომის მონაწილე გურიის მილიციის პრაპორშჩიკი. ბერიძეს, გურიის 1905 წლის აჯანყებისას რუსების მხარე ეჭირა, რის გამოც გურიის კომიტეტმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი 1907 წელს.
.
ცნობილია რომ გურულ სოციალისტებს სიო ბერიძისათვის “სასიკვდილო განაჩენი” რამდენიმე წლით ადრეც ჰქონდა გამოტანილი. მაშინ მისი აღსრულება ცნობილ გურულ ტერორისტს მიხეილ ლომაძეს ჰქონდა დავალებული, რომელმაც ბერიძეს სახლთან ჩაუსაფრდა და ესროლა, თუმცა მოკლული ბერიძესთან სტუმრად მყოფი აზნაური ქარცივაძე აღმოჩნდა, რომელიც ბერიძეს აღნაგობითაც გავდა და როგორც ამბობენ მისი მოსასხამიც ეცვა.
.
– ფოტოზე 1878 წელს თურქებთან ბრძოლაში დაჭრილი გურიის მილიციის პრაპორშჩიკი სიო ბერიძე
მოამზადა კახა ჩავლევილმა