გურიანთის გულანი

გურიანთის გულანი
.
გურიანთის გულანი (ციხის ღვთისმშობლის ეკლესიის გულანი) შედგენილია მე-17 საუკუნეში ღვდელ საბას მიერ, ბეჟან და გიორგი ნაკაშიძეების ბრძანებით, გურიანთის გულანის მინაწერი – „მე… მღდელმან საბა ჴელეყავ… პატიოსნისა გულანისა ამის აღწერად ბრძანებითა… ბატონის ნაკაშიძის ბეჟანისათა და პირმშოსა ძისა მისისა გიორგისითა… ამის წერაში ჯუმათის გულანი გავაკეთე მე და ჩემმა თაბუნმა“. გულანი დაწერილია ნისხურით და დართული აქვს მინიატურები, მასში თავმოყრილია ლიტურგიკული დანიშნულების ტექსტები, გულანი საყურაღებოა საგალობლების ე.წ. ჭრელებით.
.
გულანთან დაკავშირებით შალვა ამირანაშვილის აღნიშნავს: „დასავლეთ საქართველოში XVII ს. პირველ ნახევარში ციხეში (გურია) დასურათებულ იქნა გულანის ხელნაწერი. მინიატურებს და განსაკუთრებით დეკორს დასავლეთ ევროპის ხელოვნების ძლიერი გავლენის ნიშნები ეტყობა. ეს ხელნაწერი სრულიად არ არის შესწავლილი. როგორც ჩანს, ამ ხელნაწერის ილუსტრაციებმა, ორიგინალის როლი შეასრულეს 1749 წელს შემოქმედში გადაწერილი გულანისათვის, მაგრამ ეს საკითხი დამატებით კვლევას მოითხოვს.“
.
– ლევან მენაბდე „ძველი ქართული მწერლობის კერები“, ტომი I, ნაკვეთი I (1962)
– შალვა ამირანაშვილი „ქართული ხელოვნების ისტორია“ (1961)
– გურიანთის გულანის მინიატურები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share