მოსახლეობამ რა დაგიშავათ ასე უღმერთოდ რომ აწამებთ? დაიცალა საქართველო – მაჩალიკაშვილი

„აღიარეთ, ვინ ვის ემსახურებით და ვინ ვის ინტერესებს იცავთ“ – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.

„ყველას საყურადღებოდ!

მოდით, ბოლოს და ბოლოს ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ვაღიაროთ და ვთქვთ ღიად, ვინ ვისზე მუშაობს, ვინ ოპოზიცია არის, ვინ ოპოზიციის წინაამღდეგი, ვინ ”ქართული ოცნება”, და ვინ ”ქართული ოცნების” წინაამღდეგ. იმაშიც გავერკვეთ ვინ შუა რგოლია  ოცნების და ოპოზიციის წინაამღდეგი, ბოლოს და ბოლოს ისიც ვთქვათ, თუ მოქმედ ხელისუფლებას ებრძვით, თვლით, რომ ის ხელისუფლება ცუდია, მაშინ ოპოზიციას რატომ ებრძვით?

ერთ სიტყვით, ამ მოსახლეობამ რა დაგიშავათ ასე უღმერთოდ რომ აწამებთ! ჯერ ვინ დარჩა ამ ქვეყანაში ტელევიზორს დაუჯდეს და უყუროს, მიიღოს ინფორმაცია, ძალიან ცოტანი დავრჩით, დაიცალა საქართველო, ვინც დავრჩით, იმათაც უკვე ტელევიზიებისკენ გახედვაც არ უნდათ!

რა დღეში ხართ ან რისი მიღწევას ცდილობათ, ამ ამოსაწყვეტ პრორუსი ძალის დამარცხებას რომ არ ცდილობთ და ეს არ გაინტერესებთ გასაგებია, ამბიციები,კარგი ცხოვრება, რა რა ხდება?ყველას თავისი ინტერესები ცხადია! მაგრამ კიდე გეტყვით, ამ ხალხმა რა დაგიშავათ? აღიარეთ, ვინ ვის ემსახურებით და ვინ ვისი ინტერესებს იცავთ. გაერთიანების გარეშე ამ ბრძოლას რომ ვერ მოიგებთ, ეს ნათელია, მაგრამ ყველაზე საინტერესო  ის არის, ერთიმეორის დამარცხებით და გაშავებით ვის რა უნდა მოუგოთ ამ დიდ ბრძოლაში.“- წერს მაჩალიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share