კოვიდ სიტუაცია სკოლებში-ოზურგეთში რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლაზე გადავიდა

ოზურგეთის საჯარო სკოლებში რამდენიმე კლასი ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილი  ესაუბრა. მისი განცხადებით, ის კლასები და სკოლები, სადაც კოვიდინფიცირებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების გამო, სწავლის პროცესი შეჩერებული იყო, ორშაბათიდან, 25 ოქტომბრიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. თუმცა, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო, ქალაქის ერთი და ათამდე სოფლის სკოლის რამდენიმე კლასი ისევ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს: “ამ ეტაპისთვის ოზურგეთის #2 და #4 საჯარო სკოლებში ყველა კლასი დაუბრუნდა სწავლის ჩვეულებრივ რეჟიმს. ასევე სოფლის 6 სკოლა, რაზეც მე თქვენ რამდენიმე დღის წინ გესაუბრეთ. სოფელ თხინვალსა და გურიანთაში კი, სკოლა მუშაობას 25-დან გააგრძელებს. ახალი შემთხვევების დაფიქსირების გამო, #1 საჯარო სკოლაში დისტანციურზეა ორი კლასი, მერვე და მეათე, სადაც თითო მოსწავლეს დაუფიქსირდა კორონა ვირუსი. მსგავსი სიტუაციაა ათი სოფლის საჯარო სკოლაშიც”-გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
შეყვანა

You sent

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share