“ყველა ხმა, რაც აიღეს “ნაციონალებმა”, პირადად მიშა სააკაშვილის მხარდამჭერია”

“ყველა ხმა, რაც აიღეს “ნაციონალებმა”, პირადად მიშა სააკაშვილის მხარდამჭერია”-აცხადებს ყოფული პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია “კვირის პალიტრასთან” და მთავარი ოპოზიციური ძალის მაღალ რეიტინგს “ოცნების” შეცდომებს უკავშირებს: “ყველა ვარიანტში წავიდოდა სააკაშვილიც, მაგრამ 26 პროცენტი დადო “ნაცმოძრაობამ”, ეს არ იყო პატარა მაჩვენებელი, ეს იყო სერიოზული ძალა პოლიტიკისთვის და ამხელა ტრიბუნაზე ყოფნის შესაძლებლობა ექნებოდათ. მაგრამ ხელოვნურად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და ამას ხელი შეუწყო “ქართულმა ოცნებამ” თავისი სულელური ნაბიჯებით, მელიას დაჭერით, არასწორი მოლაპარაკებებით. მიჩნდებოდა ეჭვი, ხომ არ მართავს ამ პროცესებს სააკაშვილი, რათა დაანახოს კარგად ყველას, რომ ის ფლობს ბერკეტებს ოპოზიციის მართვის, რომ ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები. ნამდვილად განმიმტკიცდა ეს ეჭვი მას შემდეგ, რაც სტრასბურგში შევიდა საჩივარი “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”. 9 წელია, არ შეუტანია და ეს ნაბიჯი გადადგა ახლა, როგორ გგონიათ, გადადგამს ასეთ ნაბიჯს, თუ მას გარანტიები არ აქვს მიღებული ვიღაცისგან? ბოლომდე მართავს თავის პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართლა მისია და ყველა ხმა, რაც აიღეს “ნაციონალებმა”, პირადად მიშა სააკაშვილის მხარდამჭერია. შესაბამისად, მიდის ვაჭრობა ახლა სააკაშვილთან. ახლა გაივლიან კონსულტაციებს, რა მავნებლობის ჩადენა შეუძლიათ ერის და ბერის წინაშე, მერე ჩამოვლენ და ააგორებენ, ალბათ, ახალ ტალღას. პარლამენტში ისინი ყველა ვარიანში შევლენ, აბა, სად ჯანდაბაში წავლენ. ოღონდ ჯერ სტრასბურგის და მიშას თემებს გაივლიან. მერე ხუთი კომიტეტიდან 3 კომიტეტს წაიღებენ და თანამდებობებს მიიღებენ”-ამბობს ხოფერია..
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share