ოზურგეთში, უპატრონო ძაღლების საკითხის მოგვარების მოთხოვნით, მოქალაქეები საინიციატივო ჯგუფს აყალიბებენ.
შემდგომ, საინიციატივო ჯგუფი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკითხის მოგვარების მოთხოვნით, პეტიციას შეიტანს.
ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს და თხპვნით მიმართავს ყველა ამ პრობლემით შეწუხებულ ადამიანს შემოუერთდეს ამ ინიციატივას:
“ოზურგეთში და ნასაკირალში ამდენი უპატრონო ძაღლის ატანა არის შეუძლებელი.
ვაპირებ შევიტანო პეტიცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ საკითხის მოგვარების მოთხოვნით. ამისთვის ვქმნი მცირე საინიციატივო ჯგუფს.
მომწერეთ, ვის გაწუხებთ ეს პრობლემა და ვინ შემომიერთდებით” – წერს მახარაძე.