თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:
„ახალი შემთხვევების რიცხვით არ უნდა განისაზღვროს იმდენად შეზღუდვების შემოღება-არშემოღება, რამდენადაც იმით, კლინიკური სექტორი რამდენად იქნება მზად რომ ამ გაზრდილ დატვირთვებს გაუძლოს. სანამ ჯანდაცვის სექტორს შეუძლია, რომ მიიღოს ზრდადი დატვირთვები და მართოს პაციენტთა ნაკადი ნორმალურად ისე, რომ არ შეიქმნას კრიტიკული სიტუაციები, როგორც იყო ნოემბერ-დეკემბერში, მანადმე შეზღუდვების შემოღებას და უკან დაბრუნებას მე არ ვპროგნოზირებ და არც მხარს ვუჭერ…
საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომ ის სიტუაცია, რაც დღესაა,არ არის იმის გარანტია, რომ ეს სტაბილურად შენარჩუნდება.შეიძლება ისევ დაირღვეს წონასწორობა და ისევ გახდეს სიტუაცია ძნელად მართვადი. აი, ეს უნდა გაითავლისწინოს ყველამ. გამოვიყენოთ პირბადეები, როგორმე თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებისგან და ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.