მარია ზახაროვამ ოდესის ფერისცვალების ტაძრის განადგურებაში კიევი დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ოდესის ფერისცვალების ტაძრის განადგურებას გამოეხმაურა და მომხდარში კიევი დაადანაშაულა.

მარია ზახაროვას თქმით, „უკრაინას არ აქვს უფლება მიმართოს კანონიერებას მას შემდეგ, რაც კიევ-პეჩერის ლავრასთან, სიწმინდეებთან, ძეგლებთან და მემორიალებთან დაკავშირებით მოხდა“.

„იმის შემდეგ, რაც კიევის „რეჟიმმა“ გააკეთა ათეულობით მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, კიევ-პეჩერის ლავრასთან, სიწმინდეებთან, ძეგლებთან და მემორიალებთან დაკავშირებით, მას არ აქვს უფლება მიმართოს კანონიერებას“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსულმა ძალებმა 23 ივლისის ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share