ცნობილი რუსი ჟურნალისტი, გავლენიანი ბლოგერი, რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი – თბილისშია. რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში ქსენია სობჩაკი.
მთავარში 9-ზე ჩვენი შეკითხვები ჟურნალისტს, რომელიც ძალიან ახლოს, პირადად იცნობს ვლადიმერ პუტინს, შესწავლილი აქვს მისი პოლიტიკური მართვის სტილი, აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტს და როგორც თავად ამბობს იძულებულია დაემორჩილოს კანონს.
რატომ უწოდებს სობჩაკი უკრაინაში მიმდინარე ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას? რატომ ვერ შეძლო რუსულმა საზოგადოებამ პუტინის ჩამოშორება ხელისუფლებისგან? და როგორ მოქმედებს ომი უკრაინაში რუსეთზე – მთავარი კითხვები ქსენია სობჩაკს.
“იმას, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ომია. ჩემი პოზიცია საკითხზე ყველასთვის ცნობილია, თუმცა არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ გვზღუდავს. მე რომ საჯაროდ გამოვთქვა ჩემი აზრი, მაშინ ჩემს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყება. მე რუსი ჟურნალისტი ვარ, რომელიც მუშაობს რუსეთში, ამიტომ იძულებული ვარ, ვთქვა, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციაა” – ამბობს სობჩაკი “მთავარ არხთან”.