მეცხრე კლასის ისტორიის წიგნის ორი თანაავტორი “მთავარ არხთან” ამბობს, ბიძინა ივანიშვილის წიგნში მოხვედრა განათლების სამინისტროს მოთხოვნა იყო. წიგნით მოსწავლეები უკვე ერთი წელია სწავლობენ.
სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედადაა მოხსენიებული. ერთ-ერთი ავტორი, ისტორიკოსი ნათია ფირცხალავა პირდაპირ ამბობს, რომ ეს სამინისტროს დავალება იყო:
“- ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედად და მეცენატად მოხსენიება განათლების სამინისტროს ნარატივი იყო, თუ ავტორთა ჯგუფის მოსაზრება?
– ცხადია პირველი, წყალი არ გაუვა მას, ჩვენი მოსაზრება ის არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო;
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განათლების სამინისტროს და გრიფირების განყოფილების დავალება?
– კი შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ”. – ამბობს ნათია ფირცხალავა “მთავართან” სატელეფონო კომენტარისას.
კიდევ ერთი თანაავტორი, ნატა ახმეტელი ამბობს, რომ წინააღმდეგია უახლესი ისტორიის მომენტები სახელმძღვანელოში შევიდეს. მისი თქმით, ჯერ მიმდინარე მოვლენები გარკვეულ წრეებში უნდა შეფასდეს და სკოლის წიგნში შემდეგ მოხვდეს.
ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წიგნში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო – “დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ, ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ძალების შეყვანით უპასუხა?” – შეცვლილ ისტორიასთან ერთად სახელმძღვანელოს ავტორები მოწაფეებს ამ კითხვასაც უსვამენ.
ამავე სახელმძღვანელოში შეცვლილია “ვარდების რევოლუციის” მოვლენათა ქრონოლოგიაც. მოსწვალეებს ასწავლიან, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტში შეცდომა დაუშვ