სოციალურ ქსელებში გამოცემა Monaco Daily-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც მონაკოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მდიდრული კურორტის ცხოვრებას ასახავს. კადრებში, რომლებიც კაზინო მონტე-კარლოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, მკაფიოდ ჩანს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად ჩნდება და მალევე კადრს ტოვებს.
ვიდეოს გამოქვეყნებამ ზარქუა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. დეპუტატმა სოციალური ქსელებით თავის მართლება ღამითვე სცადა და განაცხადა, რომ გავრცელებული კადრები თითქოს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის დამზადებული.
დღეს კი ირაკლი ზარქუა პარლამენტის ეზოში ჟურნალისტებმა დააფიქსირეს – მისი პრესსამსახურის მოწვევით, როგორც ჩანს, იმის საჩვენებლად, რომ ის თბილისში იმყოფება და არა მონაკოში. კადრებზე ზარქუამ კამერების დანახვისას ვითომ გაოცება გაითამაშა და ტერიტორია მალევე დატოვა, თუმცა ჟურნალისტების კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
ამასთან, აშკარაა, რომ Monaco Daily-ს მიერ გავრცელებული ვიდეო იანვარში არ არის გადაღებული, მონაკოში ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსია, რაც კადრებში არსებულ გარემოს შეესაბამება.
ექსპერტების შეფასებით, თუ ზარქუა ამტკიცებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის დამზადებული, ჩნდება კითხვა – რატომ არ მიმართავს სასამართლოს და არ უჩივის გამოცემას ცილისწამებისა და ყალბი მასალის გავრცელების გამო.








