ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია. ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები – ასე გაგრძელება შეუძლებელია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი საკუთარ გზავნილში საუბრობს, რომელიც მის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა და “ტვ პირველს“ მიაწოდა.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ “პატიმარს და მის მშობლებს არ უნდა ჰკითხონ, უნდათ თუ არა “შეწყალება“, იმიტომ რომ არავინ იტყვის კის, რადგან ვაჟკაცები და ღირსეული ქალბატონები არიან.“
„ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია.
ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები – ასე გაგრძელება შეუძლებელია, გთხოვთ პატიმარს – ტყვეს და მის მშობლებს ნუ კითხავთ, უნდათ თუ არა თავისუფლება – „შეწყალება“. არავინ იტყვის რომ – კი! იმიტომ რომ ვაჟკაცები და ღირსეული ქალბატონები არიან.
პირიქით თავისუფლებაზე ვინც არის, იმან შეუმსუბუქოს ტვირთი ამ ხალხს.
თავუსუფალი რომ ვიყო, მათ მაგივრად ეშმაკს ვთხოვდი მათ დახსნას, მე ავიღებდი ყველა ტალახს და ზიანს მათი თავისუფლებისთვის.
მეორე გზა 300 000 ადამიანია ქუჩაში და თუ ეს არ გამოდის, ამ რეალობაში ცოდოა ტყვეს-ტყვეებს ავკიდოთ სიმძიმეები“,- ამბობს ხაბეიშვილი.








