გურიის მოამბე

“ბზუჯი” – ანასეულის მეხოტბე

“ბზუჯი”
.
„ანასეულს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს თავი მაომბე-მეხოტბე სწრაფი ჩქრიალა მდინარე ბზუჯი, რომელიც ხმაურით ასკდება აქაფებულ თეთრ ლოდებს, მიხტის მიშხუის თეთრ კენჭბზე, თეთრ კალაპოტში და უმღერის ანასეულს ქებათა ქებას.
.
არავის ახსოვს რისთვის ეძახიან ამ ადგილს ანასეულს: მხოლოდ ბზუჯმა და დიდმა მშუქარე მთვარემ, ზაფხულში საღამოობით, რომ ამოგორდება ლუჯ ცაზე, და რომელსაც თან ცქრიალით მოყვება ლამაზთა ულამაზესი ასპიროზი, თითქოს ახსოვთ და იციან ყველაფერი და მათ შორის იმართება ბაასი ანასეულის შესახებ.
.
თითქოს მთვარე თავის ვერცხლის სხივებით ეკითხება ბზუჯის ნათელ შხეფებს:
.
– გახსოვს, ჩქრიალავ, რომ ამ ადგილას ცხოვრობდა ანა?
– მაშ არ მახსოვს, მაშ არ მახსოვს?! აი ჩემს ჭრელ კალმახებს არ ახსოვთ, ესენი ახლაგაზრდები არიან – ჩქრიალებს ბზუჯი.“
.
– ფრაგმენტი ნინო ნაკაშიძის მოთხრობიდან „ანასეული“ (გამოქვეყნებულია 1949 წელს)
.
P.S. როგორც ჩანს მდინარე ბზუჯის (ასევე წყაროებში მოხსნიებულია როგორც “ბჟუჯი“) დასახელების წარმოთქმა რუსებს გაუჭირდათ, ამიტომაც ჯერ ბჟუჟა ეძახეს, მერე მჟუჟა, შემდეგ კი ბჟუჟი, ეტყობა ამ სახლებიდან ყველაზე უფრო გურულებისა და რუსებისათვის მისაღები დასახლება ბჟუჟი დარჩა და ეს სახელიც აქვს დღეს შემორჩენილი. არადა გურია იმითაა ცნობილი, რომ საუკუნეების მანძილზე ტოპონიმები არ იცვლება, რაც ჩვენი იავარქმნილი წარსულის პირობებში, ამათუ იმ საკითხის კვლევისას დამატებითი მასალაც გახლავთ.
.
„ბზუჯი“ ჭანური სიტყვაა და ბზიკს ან ფუტკარს ნიშნავს: „ბზუჯი – ბზიკი „ჩქუ აწურღე ბუწუმელთ, ათინურეფექ ბზუჯი“ – ჩვენ „აწუღეს“ ვეძახით, ათინელები „ბზუჯი“-ს“ (არნოლდ ჩიქობავა – ჭანურის გრამატიკული ანალიზი), ადგილობრივივების გადმოცემით მდინარის დინების ხმა გარკვეული მანძილის დაშორებიდან ფუტკარის ბზულივით ისმის.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights