გურიის მოამბე

რომან გოცირიძე-“იმედი” აპირებს azersat-ისათვის მომსახურების თანხების გადახდას “რუსთავი 2-ის” გამოყენებით

როგორც კულუარებიდან გამოჟონა, “იმედი” აპირებს azersat-ისათვის მომსახურების თანხების გადახდას “რუსთავი 2-ის” გამოყენებით. ეს ტელევიზიაც იმავე სატელიტს იყენებს, რასაც იმედი. ამის გაკეთებას თავდაპირველად შემოვლითი გზით ეცდებიან: “რუსთავი 2”რიცხავს წინმსწრებად დამატებით ფულს საკუთარ ანგარიშზე, “იმედი” არ ითიშება დროებით. ამ სქემის ამუშავებას სჭირდება აზერბაიჯანული კომპანიის თანხმობა. ეს სატელიტი ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს.
აზერბაიჯანი უკვე გახვეულია შარში ყულევის პორტთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის “სოკარის” საკუთრებაა. ევროკავშირი ამ პორტის დასანქცირების საკითხს განიხილავს. იმედია, აზერბაიჯანიც ჭკუას ისწავლის და ბრიტანულ სანქციებსაც არ გამოჰკრავს ხელს.
რომან გოცირიძე; ეკონომიკური ექსპერტი; სოციალური ქსელი;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights