იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 26.7%-ით, ხოლო იმპორტი 24.5%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 828.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.2 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 3.822 მლრდ აშშ დოლარი იყო (26.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9.006 მლრდ აშშ დოლარი (24.5 პროცენტით მეტი).

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 5.183 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share