იქ, სადაც ღრუბლებს ესაუბრები-ბახმარო ბუნების შედევრი

იქ, სადაც ღრუბლებს ესაუბრები…
იქ, სადაც მიწას მარადი გაზაფხულის სურნელი ასდის…
იქ, სადაც მზე სხვანაირად ამოდის, სულში შემოდის და სიკეთედ გათოვს…
იქ, სადაც მთაც სხვა ენაზე გეჩურჩულება, მერე მოთეთრო–მონაცრისფრო ნისლს აგზავნის, უფლის მადლს ატანს და მასაც დაუზარელად ჩამოაქვს ზეციდან ღვთიური მადლი…
იქ, სადაც ყველაზე ცივ ზამთარშიც კი, თბილ ფერებს ხატავს ზეცა…
ბახმარო–ბუნების შედევრი…
მთებში ჩაკარგული აჭარელის
ხმა: –რძე, მაწონი, კაიმაღი…
როგორ მომნატრებია ჩემი ბავშვობის საუფლო…ჩემი ფერადი თავგადასავლების ნავსაყუდელი…
ჩოხატაურის ქუჩის ტალახიანი აღმართი დღესაც სათუთად ინახავს ჩემს ნისლში გახვეულ ბავშვობას…
აქ ყველაზე ლამაზია ალიონი, ვიდრე ოდესმე… სადმე…
ბახვის წყლის ნამღერ ნანაზე დაძინება…დოსტის შეძახილით გაღვიძება–საგორიალა, აკვანი, კევა…
დიდხანს გამყვება…
დიდხანს…
საუკუნო საგზლად…

ავტორი: ნინო ზამბახიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share