თხინვალისა და ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლებში გაჩენილი ხანძრების გამო – სწავლის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
თხინვალის სკოლა, სადაც დროებით ზემო ნატანების სკოლაც იყო განთავსებული, შესაძლოა სხვა ტერიტორიულ ერთეულში გადაიყვანონ.
ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია, ისევე როგორც უცნობია დაზიანების მასშტაბები, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლა ადგილსამყოფელს იცვლის, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მძიმე მდგომარეობაა.
თხინვალის საჯარო სკოლაში, ბოლო რამდენიმე წელია ზემო ნატანების საჯარო სკოლაცაა განთავსებული.
ამ უკანასკნელმა თავისი შენობა, ავარიული მდგომარეობის გამო დატოვა.
თავის მხრივ ხანძრის გაჩენის მიზეზებზე, და საერთოდ ხანძარზე არ საუბრობენ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაშიც:
“დღეს სსიპ ქალაქ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაიმართება.








