“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საკუთარი დუმილით საბოლოოდ დაადასტურა, რომ პუტინის მოკავშირეა – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, სიფრთხილეს და პარალიზებას შორის დიდი განსხვავებაა.
“ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საშინლად შეშინებულია. სიფრთხილე რა თქმა უნდა საჭიროა, საქართველო მარტოა და არა ნატოს ქოლგის ქვეშ, მაგრამ სიფრთხილეს და პარალიზებას შორის დიდი განსხვავებაა. ივანიშვილი არავის მხარეს არ არის, არც პუტინის, არც ამერიკის და მითუმეტეს არც საქართველოს მხარეს, ის არის საკუთარი თავის მხარეს და პუტინს კი არა, ეშმაკსაც შეეკვრება”- თქვა სააკაშვილმა.
პატიმარ სააკაშვილის თქმით, ის რომ ხელისუფლების სათავეში იყოს, 100 ათას უკრაინელს საქართველოსი ჩამოიყვანდა და მათ მოქალაქეობას შესთავაზებდა.
“შევთავაზებდით ინვესტიციების განხორციელებას, თუნდაც ბინების ყიდვას, ქართული ენის სწავლას და ინტეგრაციას”- თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო ცამდე მართალი იყო.
“რამხელა სამხედრო მანქანა შევაკავეთ და დედაქალაქიც გადავარჩინეთ. მე რომ ქვეყანა დამეტოვებინა, როგორც პუტინი მოითხოვდა, საქართველო აღარ იარსებებდა. ამ საქციელისთვის წამებით მოპყრობის შედეგად მკლავენ ახლა ციხეში
და ბოლოს – ამ ყველა სიძნელის ფონზე, დიდი ერთიანობის დროა და არა ხელების ჩამოშვების. დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ტალღის აწევის დრო დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელწმიფოებრიობისა და ევროპულობის გადასარჩენად. არ ვამტკიცებ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს, თუნდაც ამ დღეებში რამდენი ნათელი სახის ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში. ჩვენ არ შევეგუებით ქვეყნის დაკარგვას”- თქვაtvpirveli.ge