გურიის მოამბე

“ბახმაროში უკანონო მშენებლობებზე,განგაში ავტეხეთ და პასუხი იყო – იტყუებითო!”

კორუფცია გურიაში დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდე 2013 წლიდან, ყველა თქვენი შსს-ს გურიის სამართველოს უფროსები და მერები – ყველა კარიერის წილში იჯდა და  საპატრულოს უფროსებთან ერთად ცენტრალურ მაგისტრალზე რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ლანჩხუთს, გადატვირთულ,ამორტიზირებულ მზიდებს დაატარებდნენ უკანონოდ ზემოთ-ქვემოთ!
ბახმაროში უკანონო მშენებლობებზე, ენმ-ი პირველები ვიყავით ვინც განგაში ავტეხეთ და პასუხი იყო – იტყუებითო!
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ხარჯზე გამდიდრებულ წვრილფეხა ქოცებზე არაფერს ვამბობ,სისტემური ხასიათი ჰქონდა,როგორც ამოთხრილ მიწაში ჩაგდებული შლანგები,რომელსაც წყლის მომარაგების პროექტებს არქმევდით და წყალის მაგივრად ტალახი რომ მისდიოდა მოსახლეობას.ზოგან ტალახიც არ ამოვიდა და ობობებმა ქსელი გააბეს.ეგ თემები ლანჩხუთის მე-3 “არჩეულმა” მერმა იცის კარგად.მოიკითხეთ ბოლო ხუთ წელიწადში რამდენი ფულია გადაყრილი,მოპარულს რომ შევეშვათ დროებით?!
დაუსრულებელ და ექსპლუატაციის ვადის გასვლამდე მდგომარეობიდან გამოსულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,არაფერს ვამბობ,2016 წელს აშენებული საბავშო ბაღი 20/24 ხელახლა ასაშენებელი რომ გახდა და ისეთი ბაღები რომ დაანგრიეთ რომლის საერმონტო სამუშაოები წინაწელს რომ იყო ჩატარებული
რომელი ერთი მოვთვალო ბ-ნ მამუკა?!
რასაც ქვია იხრჩობით კორუფციაში და ამას თქვენ ვერ მოაგვარებთ,რადგან როგორც იტყვიან “ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებს”
წერს “ენმ” ის ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა, ფეისბუკში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights