ცნობილი რუსი სამხედრო პროპაგანდისტი და მიმომხილველი, კირილ ფედოროვი იმედგაცრუებულია რუსეთის არმიისთვის “STARLINK”-ის ტერმინალების გათიშვის გამო:

თუ ისინის( უკრაინელები) სტარლინკების “თეთრ სიას” გააკეთებენ, მაშინ ჩვენი ყველა ტერმინალი გამოირთვება…. „დრონებთან ურთიერთქმედების თვალსაზრისით კი გასულ საუკუნეში ვბრუნდებით“: ამასობაში კი რუსი სამხედროები Starlink-ის ტერმინალების მასობრივ გათიშვაზე ჩივიან.

როგორც ფედოროვი ამბობს, თითოეულ რუსულ ტანკზე დამონტაჟებულია „სტარლინკი“, რომლის მეშვეობითაც ეკიპაჟი ინტერნეტით ამყარებს კავშირს დრონების ოპერატორებთან – ტანკისტების პლანშეტზე, ან

ტელეფონზე რეალურ დროში კი ჩნდება გამოსახულება „მავიკიდან“ (დრონიდან) …. ანუ ტანკიდან ჭურვის მოხვედრის მომენტს კი რუსები ონლაინ ხედავენ და დარტყმებს სახლებისა, თუ სანგრების მიმართულებით უმალვე აკორექტირებენ.მისი თქმით, სტარლინკის გარეშე ისინის დაკარგავენ ამ უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო მართვის არხს, რომლით ბრძოლასაც რუსები უკვე 3 წელია რაც მიეჩვივნენ…

ფედოროვი აღნიშნავს, რომ სტარლინკები არა მხოლოდ ჯავშანტექნიკისთვისაა უმნიშვნელოვანესი, არამედ გამოიყენება სანგრებშიც, სამეთაურო პუნქტებშიც და საერთოდ ყველაფერი , რაც კი რამ კომუნიკაციასთან და ინფორმაციის გაცვლასთანაა დაკავშირებული, აგებულიაო სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის სისტემაზე…
რუსებს ფრონტზე მხოლოდ პრობლემები კი არ აქვთ, ოკუპანტებს ნამდვილი კატასტროფა უდგასთ. ჯარების მთელი მართვის სისტემა ჩამოიშალა. მრავალ უბანზე შეტევითი ოპერაციები შეჩერებულია —


გაირკვა, რომ პრობლემები შეექმნათ უკრაინული ჯარების იმ ქვედანაყოფებსაც, რომლებმაც დროულად არ წარადგინა სიები კერძო Starlink-ების შესახებ და სისტემაში ტერმინალები არ დაარეგისტრირეს…. მონაცემების დამუშავების პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ჩანს, Starlink-ების გათიშვამ რუსულ ქვედანაყოფებში მართვისა და კომუნიკაციის სრული პარალიზება გამოიწვია.
კრემლის პროპაგანდის უნიკალურ ეგზემპლარად წოდებული ცნობილი “მუცლით მეზღაპრის”, ვლადიმერ სალავიოვის “გენიალური” რჩევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს:

„აი, რა მოხდება, თუ დავარტყამთ ქარხნებს, რომლებიც Starlink-ს აწარმოებენ? ხოლო თუ კოსმოსურ ორბიტაზე მივიტანთ იერიშს? ეს ხომ განურჩეველი იქნება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამგზავრებიც დაიწვება, მაგრამ ჯანდაბას მათი თავი”…
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: