უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.
„მტერი ცდილობდა უკრაინის ქალაქებში შეჭრას, მაგრამ ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.